მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – „საჩუქარი“ 20 ოქტომბერს იწყება

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 20 ოქტომბერს იწყება. ფესტივალში მონაწილეობას, საქართველოს ხელოვანებთან ერთად, ლიტვადან, რუსეთიდან გერმანიიდან და სამხრეთ აფრიკიდან მოწვეული სტუმრები მიიღებენ. ფესტივალს თუმანიშვილის თეატრში რიგის მ. ჩეხოვის რუსული დრამის თეატრი, სპექტაკლ „ხანუმათი“ გახსნის. „საჩუქარის“ ფარგლებში სპექტაკლები თუმანიშვილის, რუსთაველის და გრიბოედოვის თეატრებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები