„ჯიფონი საქართველო“ 16 ოქტომბერს იწყება

პირველად საქართველოში საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი „ჯიფონი“ იწყება. 16-19 ოქტომბერს თბილისში მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ფესტივალში მონაწილეობას 500-მდე ახალგაზრდა მიიღებს. მათ შორის საქართველოს ისეთი საზღვრისპირა რეგიონებიდან, როგორიცაა: პანკისის ხეობა, ერგნეთი, ნიქოზი და უშგული. 4- დღიან პროგრამაში ბავშვები „ჯიფონის“ კინოფესტივალის ფილმებს ნახავენ. ასევე დაგეგმილია „სუხიშვილების“ მასტერკლასები, ინტელექტუალური თამაში: „რა, სად, როდის“. ფესტივალის მონაწილეები დაესწრებიან კონპიუტერული თამაშების, ფოტოგრაფიის, სატელევიზიო რეპორტაჟის შექმნის, ხატვისა და ანიმაციის უორკშოპებს. ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან რეჟისორები: ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი და ცნობილი ქართველი მასხიობები. პროექტის მიზანია კინოგანათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობის თავისუფალი აზრის ხელშეწყობა, მოზარდებში კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები