გერმანიიდან მოწვეული რეჟისორი ეროვნულ კინოცენტრში მონტაჟის უორკშოპს ჩაატარებს
გერმანიიდან მოწვეული რეჟისორი დერეკ ჰოვარდი ეროვნულ კინოცენტრში დღეს მონტაჟის უორკშოპს ჩაატარებს. უორკშოპში კინოცენტრის მიერ დაფინანსებული და წარმოებაში ჩაშვებული პროექტების ავტორები მონაწილეობენ.
დერეკ ჰოვარდი გერმანელი რეჟისორი, მემონტაჟე და კინემატოგრაფია. იგი თანამშრომლობს ისეთ კინოფესტივალებთან, როგორიცაა ვენეციის, ტორონტოს, სანდენსის კინოფესტივალები.
დერეკ ჰოვარდი ქართველ კინემატოგრაფისტებთან 17 ოქტომბრის ჩათვლით იმუშავებს.