ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზაზა ცოტნიაშვილის „ნამდვილი ამბების“ პრეზენტაცია გაიმართება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ზაზა ცოტნიაშვილის წიგნის „ნამდვილი ამბების“ პრეზენტაცია ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დღეს, 17:30 საათზე გაიმართება. „ნამდვილი ამბები“ განათლების სახლისა და საპატრიარქოს ტელევიზიის ერთობლივი პროექტია და ადამიანურ ისტორიებს მოგვითხრობს.
ზაზა ცოტნიაშვილი არის პროფესორი, პუბლიცისტი, განათლების სახლისა და კავკასიის დემოკრატიის განვითარების ცენტრის დამფუძნებელი, საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის ნამდვილი წევრი, რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის ექსპერტი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.