„ევრიმაჟის“ დელეგაციას საქართველო უმასპინძლებს

საქართველო „ევრიმაჟის“140-ე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლებს. შეხვედრის მასპინძელია ეროვნული კინოცენტრი.
ევროპის კავშირის კინოს მხარდაჭერის და განვითარების ფონდის გასვლითი სესია თბილისში პირველად 12-16 ოქტომბერს გაიმართება.
დღეს, 18:00 საათზე, „ევრიმაჟის“ დირექტორს, რობერტო ოლას და დელეგაციას საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, ნანა ჯანელიძე შეხვდებიან. ევრიმაჟის ინიციატივით, გაიმართება პროფესიული პანელ-დისკუსია, თემაზე „ქალთა გენდერული საკითხი კინოში – ქართველი რეჟისორი ქალების ფენომენი, მათი პროფესიული გზა და შეხედულება გენდერულ თანასწორობაზე“.
„ევრიმაჟის“ დაფინანსებით უკვე შექმნილია ისეთი წარმატებული ქართული ფილმები, როგორიცაა: “მანდარინები”, (ზაზა ურუშაძე), “სიმინდის კუნძული”, (გიორგი ოვაშვილი) “ძმა” (თეონა და ტიერი გრენადე). ასევე, საქართველოს მონაწილეობით შექმნილი ევროპული კოპროდუქციები: “პრეზიდენტი” (მოჰსენ მაკმალბაფი), “ჩაიკა” (მიგელ ანხელ ხიმენესი), “გველის ნაკბენი” (ელდარ შენგელაია და რუსტამ იბრაგიმბეკოვი), “ეპიკი” (პაველ პავლიკოვსკი).
ქართულ პროექტებს ჯამურად 1,620,000 (მილიონექვსასოცი ათასი) ევრომდე აქვთ მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები