თოჯინების სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება
თბილისის თოჯინების სახელწიფო თეატრი 17 ოქტომბერს პრემიერისთვის ემზადება. სპექტაკლი „ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“ 16+ მაყურებელზეა გათვლილი. პიესის ავტორი და რეჟისორი გურამ მაცხონაშვილია. „ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს“ მაყურებელს ქართველი ემიგრანტების, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების, ქალთა და ბავშვთა ძალადობის პრობლემებზე მოუყვება. რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა პიესა რეალურ ინტერვიუებზე ააგო.