Maeve – ირლანდიელი დიჯეი ქართველი მსმენელისთვის
კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მე-5 პავილიონში 16-17 ოქტომბერს Maeve ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება. Maeve ირლანდიელმა დიჯეებმა Mano Le Tough, Baikal და The Drifter-მა დააარსეს. Mano Le Tough რამდენიმე წელია ბერლინში მოღვაწეობს და თანამედროვე ჰაუსის მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება.
The Drifter ირლანდიელი მუსიკოსი და მომღერლის, Mark Flynn-ის პროექტია. დიჯეინგში მისი სტილი, ძირითადად, House, Techno და Disco-თი ხასიათდება და, როგორც თვითონ აღნიშნავს, მისი პრიორიტეტი მელოდიური, ემოციური მუსიკის შექმნა და დაკვრაა. Baikal წარმოშობით ჰოლანდიელი მუსიკოსი და დიჯეია, რომელიც რამდენიმე წელია ბერლინში მოღვაწეობს. Maeve-ს კომპოზიციების მოსმენა 22:00- დან 8:00 – მდე იქნება შესაძლებელი.