The Independent – წელს ქართული კინოს ფესტივალი გამორჩეულ პროგრამას გვთავაზობს
ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალზე „ინდეფენდენტი“ წერს. ცნობილი ბრიტანული გამოცემა ქართულ კინოს „ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში კინემატოგრაფიის ცხელ წერტილს“ უწოდებს.
„ქართული ფილმების სანახავად უკეთეს დროს ვერ შეარჩევდით. ბოლო ორი წელია ქართული ფილმები ჯილდოვდებიან სხვადასხვა ფესტივალზე. ქართული კინოს წარმატებას თუ გადავხედავთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს შორის საქართველომ რუმინეთი ჩაანაცვლა და იქცა ქვეყნად, სადაც მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ფილმები იქმნება. ლონდონში გამართულ ქართული ფილმების ფესტივალზე წარმოდგენილია საუკეთესო ნამუშევრები. ორწლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი ახალი ენერგიით ახალ ადგილას ტარდება, კერძოდ, Regent Street Cinema-ში. ფესტივალის გახსნაზე გამოითქვა იმედი, რომ ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება. არ ვიცი, შეძლებს თუ არა ქართული კინოწარმოება, შემოგვთავაზოს იმდენი ფილმი, რომ ფესტივალის ყოველ წელს ჩატარება გამართლებული იყოს, მაგრამ ერთი რამ ცხდია: წელს ფესტივალი გამორჩეულ პროგრამას გვთავაზობს“, – წერს „ინდეფენდენტი“.
ფესტივალის გახსნაზე წარმოდგენილ ზაზა ურუშაძის ფილმ „მანდარინებს” ამჟამად ბრიტანულ კინოთეატრებში აჩვენებენ.