მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეათედ ჩატარდება
მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი კვლავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ასოციაცია „მეოხის“ ორგანიზებით ჩატარდება. 18-22 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტების, კერძო პირებისა და კომპანიების, ასევე სტუდენტების მიერ შექმნილი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ტელეფილმები და ტელეპროგრამები.
ფესტივალის ფარგლებში ესპანელი კინორეჟისორის 115-ე იუბილესთან დაკავშირებით მისი ფილმების ჩვენება მოეწყობა. წელს ჟიურში თურქი პროდიუსერი, წარმოშობით ლაზი, ფუნდა ოზიურდი იქნება. ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე კი კინომცოდნე მარინა კერესელიძეა. მთავარ პრიზად მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ დამზადებული მინიატურული ბრინჯაოს ქანდაკება რჩება. ფესტივალი თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის კინოდარბაზში 18 ოქტომბერს გაიხსნება.