ამერიკელი რეჟისორის ჯონათან ნოსიტერის ფილმის პრემიერა ხვალ გაიმართება

საერთაშორისო კინოფესტივალის KINOVINO-ს და ხელოვანთა კავშირის Conceptart-ის მოწვევით საქართველოს რამდენიმე დღეა ამერიკელი კინორეჟისორი, ღვინის ექსპერტი და მწერალი ჯონათან ნოსიტერი სტუმრობს.
10 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში უცხოელი რეჟისორი მხატვრული ფილმის „რიო-სექს-კომედიას“ პრემიერას თავადვე წარმოადგენს. ფანტასმაგორიულ კომედიაში მოქმედება რიო – დე – ჟანეიროს ღარიბთა უბნებსა და პლასტიკური ქირურგიის ძვირად ღირებულ კლინიკაში ვითარდება. ფილმი ემიგრანტების მიერ პირადი სიამოვნების უთავბოლო ძიების შესახებ მოგვითხრობს. კინოჩვენების შემდეგ დაგეგმილია ქართული ღვინის დეგუსტაცია. სტუმრები ეწვევიან ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის ეროვნულ ცენტრს. KINOVINO ღვინის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იქნება საქართველოში, რომლის ანალოგიც მსოფლიოს მეღვინეობის ყველა რეგიონსა და სახელმწიფოში არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები