მეცნიერები ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის დატბორვის შესაძლებლობას განიხილავენ

გლობალურმა დათბობამ და ზღვის დონის აწევამ შეიძლება ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის სიახლოვეს აშშ-ს სანაპიროს დატბორვის შანსები გაზარდოს.
მეცნიერების კვლევების მიხედვით, სერიოზული წყალდიდობები აქ ყოველ 25 წელიწადში, და არა ყოველ 500 წელიწადშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
პროფესორმა ბენჯამინ ჰორტონმა და მისმა კოლეგებმა ეს დასკვნა გამოიტანეს ნიუ-იორკის მიდამოებში ზღვაზე და ატლანტის ოკეანეში ქარიშხლებზე დაკვირვების შესწავლის შედეგად.
მეცნიერების თქმით, მათ ზღვის დონის ცვლილების ისტორია აღადგინეს ნიუ-ჯერსის სამხრეთ ნაწილში ჩატარებული გათხრების შედეგად. იქ ზღვის წყალმცენარეები იყო აღმოჩენილი, რომელიც ნაპირზე მიქცევა-მოქცევების დროს ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები