სააკაშვილი ოდესაში „ვერის უბნის მელოდიების“ აღდგენას გეგმავს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მიუზიკლ „ვერის უბნის მელოდიების“ პრემიერისთვის ემზადება, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმ-ტაიმი აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, მიუზიკლში მთავარ როლებს, სააკაშვილის მიწვევით კვლავ სოფო ნიჟარაძე და ბუბა კიკაბიძე შეასრულებენ. სპექტაკლს კი ფრანგი რეჟისორი რედა ბეტიფორი აღადგენს.
„პრაიმ-ტაიმის“ ინფორმაციით, ოდესელები მიუზიკლს ოქტომბრის ბოლოს ნახავენ. მსახიობებთან და რეჟისორთან მოლაპარაკებას პირადად სააკაშვილი აწარმოებს, თუმცა დასის წევრების დათანხმებას გუბერატორი ამ დრომდე ვერ ახერხებს.
„ოდესის გუბერნატორის მიწვევა მიუღებელი აღმოჩნდა სუხიშვილებისთვის და რამდენიმე მსახიობისთვის, რომლებიც მეორეხარისხოვან როლებში არიან დაკავებული. სავარაუდოდ, მათ სხვა მსახიობებით ჩაანაცვლებენ. ის ვინც როლს ნამდვილად შეინარჩუნებს, და სააკაშვილისთვის შეუცვლელია, მიუზიკლის პრიმა სოფო ნიჟარაძეა“, – წერს სტატიის ავტორი.
ამავე სტატიიდან ირკვევა, რომ მიუზიკლში თამაშს მომღერალი ქეთათო და მსასხიობი გიორგი ვარდოსანიძე დათანმხდა. თუმცა მიუზიკლში მონაწილეობაზე უარი მსახიობმა კახა კინწურაშვილმა თქვა. მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ 2012 წელს დაიდგა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს ერთი მილიონი ლარი დაუჯდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები