ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე: აქტიურად ვმუშაობთ მსხვილ ინვესტორებთან სხვადასხვა სექტორში, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ ისეთ პროექტებში, რომლებიც მნიშვნელოვან შედეგს იქონიებენ ეკონომიკურ ზრდაზე

ინვესტიციების სააგენტო სამი ძირითადი მანდატით მუშაობს. როგორც სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე სულაბერიძე აცხადებს, უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში ფუნქციონირებს.

„ინვესტიციების სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში და ჩვენი სამი ძირითადი მანდატია: პირველ რიგში ეს არის ინვესტიციების მოზიდვა და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მსხვილ ინვესტორებთან სხვადასხვა სექტორში, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ ისეთ მსხვილ პროექტებში, რომლებიც მნიშვნელოვან შედეგს იქონიებენ ეკონომიკურ ზრდაზე. მოგეხსენებათ, ჩვენი სააგენტო ჩართული იყო საქართველოში „იგლ ჰილსის“ შემოყვანაში და დღესაც მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა – იქნება ეს ენერგეტიკაში, ტექნოლოგიური მიმართულებით თუ BPO სექტორის მიმართულებით.

სააგენტოს მეორე მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის ექსპორტის ხელშეწყობა. და რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გვყავდა 16-მდე მწარმოებელი კომპანია გამოფენაზე და საკმაოდ დიდი ინტერესი იყო ქართული პროდუქციის მიმართ. და ამ მიმართულებითაც საკმაოდ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას.

და მესამე არის საჯარო და კერძო თანამშრომლობა, სადაც სააგენტო ჩართულია მსხვილ, იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურის პროექტებში, მზის თუ ქარის ენერგიის პროექტებში“, – განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები