რა პირობებში იხდიან სასჯელს გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია?

გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია იმ პირობებში იხდიან სასჯელს, რა პირობებშიც უნდა მოიხადოს სასჯელი,ზოგადად, პატიმარმა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მინისტრი განმარტავს, რომ მათ ყველაფერი აქვთ, რაც უნდა ჰქონდეთ პატიმრებს.
„საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, ხოლო მეორე ნაწილი და თავად უგულავა აცხადებდა, რომ არანაირად არ ყოფილა პრივილეგირებული და პირიქით, უჩიოდა კიდეც თავის საყოფაცხოვრებო პირობებს. არ ვიცი, ამ ორი ამბიდან რა დასკვნის გამოტანა შეიძლება, მაგრამ მე ვაცხადებ, რომ ეს ადამიანები იმ პირობებში იხდიან სასჯელს, რა პირობებშიც უნდა მოიხადოს სასჯელი, ზოგადად, პატიმარმა. მათ ყველაფერი აქვთ,რაც უნდა ჰქონდეთ პატიმრებს.
ჩემთვის ყველა პატიმარი ერთნაირია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, ყველანაირად ვცდილობ, მონაწილეობა არ მივიღო პოლიტიკურ პროცესებში, რომ სისტემის პოლიტიზება არ მოხდეს. ვცდილობ, არ გავცდე განცხადებების გაკეთებისას ჩემს უწყებას. იმიტომ,რომ სისტემამ არ მიიღოს პოლიტიკური სახე. ამიტომ ჩემთვის ყველა პატიმრის უფლება ერთმნიშვნელოვანია და არც მეტი და არც ნაკლები არ ექნება, ვიდრე უნდა ჰქონდეს“, – აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები