დავით საგანელიძე: ზვიადაურმა მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არისო

ღმერთმა დამიფაროს, ყველას ვუყვარდე, – ამის შესახებ დავით საგანელიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. საგანელიძის თმით, დეპუტატები, რომლებიც მის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებდნენ, ახლა მისი მეგობრები არიან. უმრავლესობის ყოფილი ლიდერი პარლამენტარებს ურჩევს, სწორი გზით იარონ და საკუთარი ადგილი მოძებნონ.

ბევრი კოლეგა გსაყვედურობდათ ხისტი გადაწყვეტილებების გამო და თქვენს წინააღმდეგ­ ხელმოწერებიც კი გროვდებოდა.

– ღმერთმა დამიფაროს, ყველას ვუყვარდე. ვფიქრობ, პარლამენტში 16 წელი ჩემი ყოფნა საკმარისი იყო, არ შეიძლება ერთ ადგილს ჩააჟინდე და სხვა მხარეს არ გაიხედო. ვინც ხელმოწერებს აგროვებდა, მითხრეს, შეცდომაში შეგვიყვანესო. დღეს ისინი ჩემი მეგობრები არიან.
ყველას ვურჩევ, სწორი გზით იარონ და თავიანთი ადგილი მოძებნონ. უადგილო ადგ­ილას ყოფნა არ შეიძლება, ამისთვის თანამდებობაც ცოდვაა.

კონკრეტულად, ვისზე ფიქრობთ, რომ პარლამენტში მისი ადგილი არ არის?

– ასეთი ბევრია, რადგან მათ თავიანთი სფეროების გაძლიერების მეტი პოტენციალი აქვთ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობარ ზურა ზვიადაურს ვესაუბრე, მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არის, წესით, ძიუდოში ახალ თაობას უნდა ვზრდიდეო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას საკუთარი სპორტსკოლა ჰქონდეს. თუ “საპარტნიორო ფონდიდან” შევძლებ დაფინანსებას, კარგი, თუ არა და, ვინმეს ვთხოვ და ზვიადაურს სპორტსკოლას მაინც გავუკეთებ.

ანუ, აპირებთ, დეპუტატის მანდატზე უარის თქმის სანაცვლოდ ზოგიერთი პოლიტიკ­ოსისაპარტნიორო ფონდიდანდააფინანსოთ?

– ამ კონკრეტულ შემთხვევაში თანადა­ფინანსებაზე ვლაპარაკობ… ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვისი ადგილია პარლამენტში. ზუსტად ვიცი, რომ მომავალ საარჩევნო სიაში დავით საგანელიძე არ იქნება…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები