რა ინტერესები აქვს დავით საგანელიძის ძმას უწერის ტყე-პარკთან დაკავშირებით?

უწერის ერთ-ერთი სანატორიუმი და დაა­ხლოებით 7 000 კვმ ფართობი შეისყიდა კომპანიამ, რომლის ერთ-ერთი მეწილე ჩემი ძმაც არის, – ამის შესახებ დავით საგანელიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ცოტა ხნის წინ თქვენი შთამბეჭდავი­ ქონების დეკლარაცია გამოქვეყნდა: 4 ბინა თბი­ლისში, ნაკვეთები, ორი ავტომობილი და .. ყველაფერთან ერთად, უწერის მოსახლეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კურორტის ცენტრალური პარკი შეიძინეთ და იქ შესვლას ყველას უკრძალავთ. 

– 2007 წელს ეკონომიკის სამინისტრომ უწერის ერთ-ერთი სანატორიუმი და დაა­ხლოებით 7 000 კვმ ფართობი გასაყიდად გამოიტანა. ამავე ბაღში წითელ წიგნში შესული რვაასწლიანი ექვსი ხე იდგა. ქონება გასაყიდად აუქციონზე სამჯერ გამოვიდა, მაგრამ ვერ გაიყიდა. საბოლოოდ, ობიექტი შეისყიდა კომპანიამ, რომლის ერთ-ერთი მეწილე ჩემი ძმაც არის. მაშინ ონის დეპუტატი გახლდით. მინდოდა ინვესტორები მეპოვნა და ისე მოხდა, რომ უწერის წყალი ვინმე კლდიაშვილს მიჰყიდეს, არადა,­ წყლის გარეშე სანატორიუმის აღდგენას აზრი არ ჰქონდა. ვერც ბალნეოლოგიურ სპასა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაიწყებდნენ. მოგვიანებით, კლდ­იაშვილი ფინანსური მაქინაციებისთვის დააკავეს და ვალდებულებები მხოლოდ ორი წლის წინ ჩამოართვეს. დაახლოებით ორი თვის წინ უწერის წყალზე კანონი პარლამენტმაც მიიღო. სხვათა შორის, როინ მეტრეველისა და ჩემი მონაწილეობით ამ ტერიტორიაზე­ ეკლესია აშენდა, რომელსაც საჩუქრად 2 500 კვმ მიწა გადავეცით. არც ისე დიდი ხნის წინ ვიღაცამ ერთი ისტორიული­ ხე მოჭრა… რაც შეეხება ამ ტერიტორიაზე ადამიანების შესვლას, თქვენს ეზოში რომ მოვიდეს ვინმე და გითხრათ, სეირნობა მინდაო, კარი უნდა გაუღოთ?

იმასაც ამბობენ, რომ ამ ტერიტორიის­ ჩაკეტვის გამო ტურისტების რაოდენობაც შემც­ირდა, რადგან ეს ადგილი უწერის ერთერთი­ ღირსშესანიშნაობაა. 

– ლიკანი გაიყიდა და ბორჯომის მოსახლეობა იქ ვერ შედის. ცოტა ხნის წინ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დავ­აყენე, ვინც რვაასწლიანი ხე მოჭრა. რა უფლება ჰქონდათ, კერძო ტერიტორიაზე რვაასწლიანი ხე რომ მოჭრეს? ერთი თვის წინ პრემიერთან ერთად უწერის მოსახლეობას შევხვდი და მათ მადლობა გადამიხადეს. ამ სოფლისთვის უამრავი რამ გავაკეთე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები