თინა ხიდაშელმა დაჭრილი ქართველი სამხედრო გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში პირადად მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ავღანეთში დაჭრილი სერჟანტი პაატა როსტობაია კარგად არის.
თინა ხიდაშელმა დაჭრილი სამხედრო გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში პირადად მოინახულა.
“სერჟანტი პაატა როსტობაია, რომელიც ავღანეთში დაიჭრა კარგად არის. ეხლა წამოვედით საავადმყოფოდან მე და გენერალი. სუსტად არის რამდენიმე ოპერაციის შემდეგ მაგრამ მშვიდ გარემოში, საიმედო ხელში და საუკეთესო საავადმყოფოში. მალე დაუბრუნდება ოჯახს და სამშობლოს სამსახურში. მადლობა ბიჭებო სამსახურისთვის!“,-წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია ავღანეთში, პატრულირების დროს დაიჭრა.
ამავე პატრულირებისას პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი კი დაიღუპა.