„ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის არჩევნებში, მეორე ადგილსაც ვერ შეინარჩუნებს“
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაიმარჯვებს.
ამასთან, ბერძენიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური გუნდი 2016 წლის არჩევნებში, მეორე ადგილსაც ვერ შეინარჩუნებს.
აღნიშნული განცხადებები ბერძენიშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან” ინტერვიუში გააკეთა.
„ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ„ნაციონალური მოძრაობა” არათუ ვერ გაიმარჯვებს 2016 წლის არჩევნებში, არამედ მეორე ადგილსაც ვერ შეინარჩუნებს. მათ ოპოზიციის ფლანგზე აქვთ საბრძოლველი”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.