ლონდონში ზებგერითი ავტომობილია წარმოდგენილი
ლონდონში პრაქტიკულად დასრულებულია ახალ, ზებგერით ავტომობილ Bloodhound-ზე მუშაობა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ტექნიკის ამ სასწაულის სანახავად საგამოფენო კომპლექს East Wintergarten-ში 8 ათასი ადამიანის მისვლა იგეგმება.
Bloodhound-მა სიჩქარის დღევანდელი რეკორდი უნდა გააუმჯობესოს, რომელიც 1228 კმ/სთ-ში შეადგენს და ის 1997 წელს ბრიტანულმა მანქანამ Thrust SSC-იმ დაამყარა.
ახალი ავტომობილი კი საცდელ რბოლას მომავალ წელს, სამხრეთ აფრიკის სპეციალურ პოლიგონზე დაიწყებს. თავდაპირველად მისი შემქმნელები 1287 კილომეტრის განვითარებას აპირებენ, ხოლო 2017 წლისთვის 1610 კმ/სთ-ში სიჩქარის.