თამაზ მეჭიაური: მადლობა ღმერთს, პარლამენტი არ გამოკუკავდა

მადლობა ღმერთს, პარლამენტი არ გამოკუკავდა, – ასე გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ყოფილი პარლამენტარის კახა კუკავას განცხადებას.
ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო „სულ გამომეჭიაურდა და გამოვოლსკდა“.
როგორც მეჭიაური “ახალ თაობასთან” საუბრისას ამბობს, მისთვის უცნობია, რატომ ახსენა კუკავამ მეჭიაური და ვოლსკი.
“მე მოვისმინე ბატონი კუკავას განცხადება. არ ვიცი, რა ხდება, ეტყობა, ჩვენი ხსენება მოდაშია. ყოფილ დეპუტატს კი ერთს ვეტყვი: მადლობა ღმერთს, რომ პარლამენტი არ გამოკუკავდა. მისი თქმით, პარლამენტი გამომეჭიაურებულა და გამოვოლსკებულა. არც მეჭიაური და არც ვოლსკი მისი სახსენებელი არ არიან. მაგას ურჩევნია, საკუთარ თავს მიხედოს. ისეთი გვარი აქვს, ძალიან ბევრი რამის მოგონება შეიძლება“, – აღნიშნა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები