იტალიელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მონა ლიზას ნეშტი აღმოაჩინეს
იტალიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ, სავარაუდოდ, ლუიზა გერარდინის ნეშტი აღმოაჩინეს, რომელიც ლეონარდო და ვინჩისთვის პოზირებდა ნახატისთვის „ქალბატონი ლიზა დელ ჯოკონდოს პორტრეტი“ და უფრო ცნობილია, როგორც „მონა ლიზა“.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ფლორენციის ვაჭრის მეუღლის ნეშტის ძებნა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მეცნიერებმა შეისწავლეს მონასტერი, სადაც მან ბოლო დღეები გაატარა.
მეცნირების მიერ ნაპოვნი ძვლები XVI საუკუნეს ეკუთვნის, როდესაც გერარდინი ცხოვრობდა და როდესაც ეს პორტრეტი დაიწერა.
ამასთანავე, ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ მონა ლიზას ნეშტის პოვნის შანსი საკმაოდ ცოტაა.