სელფის გადაღებისას ადამიანის დაღუპვის შესაძლებლობა მეტია, ვიდრე ზვიგენის თავდასხმის დროს

სელფის გადაღების დროს ადამიანის დაღუპვის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე ზვიგენებით სავსე ზღვაში ბანაობის დროს. mashable.com-ის ინფორმაციით, 2015 წელს სელფის გადაღების დროს 12 ადამიანი დაიღუპა, მაშინ, როდესაც ზვიგენების თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია 8 ადამიანი. ამასთანავე, პორტალი წერს, რომ მიმდინარე წელს ზვიგენების თავდასხმის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.
ყველაზე მეტი ადამიანი სელფის გადაღების დროს სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, წელს 4 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა მანქანების და მატარებლების დაჯახება, ასევე გარეული ცხოველების თავდასხმები, როდესაც სელფის გადაღების მსურველები ცხოველებს სახიფათო მანძილზე უახლოვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები