“გიგის უთქვამს, ეს სად გამომიყვანეთ, რა დღეში ჩაგიგდიათ კოკელებს თბილისი და ლარიო?“

გიგის უთქვამს, ეს სად გამომიყვანეთ, რა დღეში ჩაგიგდიათ კოკელებს თბილისი და ლარიო?- ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“დაიჭირეს დამნაშავე ვანო, დაიჭირეს დამნაშავე ბაჩანა, დაიჭირეს დამნაშავე გიგილო, გადის თვეები, წლები, დანაშაულს არ უმტკიცებენ. ვერ უმტკიცებენ – ეს სიტყვები საერთოდ აღარ ახსენოთ. არა, არაა… მოვა ახალი წელი და ყველას გამოუშვებენ ციხიდან, დაბოლილ მიშასაც ჩამოათრევენ, ყველანი შეთანხმდებიან, ყველანი გარიგდებიან, ყველანი კარგად იქნებიან, ბრალი მაყურებელს, ანუ ვაი, ჩვენს პატრონს! გიგის უთქვამს, ეს სად გამომიყვანეთ, რა დღეში ჩაგიგდიათ კოკელებს თბილისი და ლარიო? აუღია ცული და სულ ძირში დაუჭრია ნარმანიას მიერ დარგული მილიონი ხე“,- წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები