თამაზ მეჭიაური: ლარის ასეთი მდგომარეობა ნაწილობრივ მარგველაშვილის ბრალია

ლარის ასეთი მდგომარეობა ნაწილობრივ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარისას განაცხადა.
როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ვეტო უკვე დაძლეულია, თუმცა საბჭოს შემადგენლობა ახლახან დამტკიცდა. „ვეტო მართალია უკვე დაიძლია, მაგრამ საბჭოს შემადგენლობა ახლახან დავამტკიცეთ. საბჭო ამ დღეებში შეუდგება მუშაობას. არადა, შეიძლებოდა ეს პროცესი აგვისტოში დაწყებულიყო“, – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები