მამუკა არეშიძე: „რუსთავი -2 “ საბოლოოდ იქცა პარტიულ ტელევიზიად

„რუსთავი -2 “ საბოლოოდ იქცა პარტიულ ტელევიზიად, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს პარტიული ბოსების დავალებებს – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. ექსპერტი ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურა.
მამუკა არეშიძის განცხადებით, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მან ,,აბაროტის აღება“ ახსენა.
მისივე თქმით, „აბაროტის“ აღება მარტო უგულავას არ შეუძლია.
“უგულავა ალბათ ვერ ხვდება, რამხელა შეცდომა დაუშვა. დიახ, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვა, არის ის, რომ მან სიტყვა “აბაროტი” ახსენა. ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდებათ უკან. „აბაროტის“ აღება მარტო უგულავას არ შეუძლია. ზეწოლა იყო ის, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა და ასეთი მასშტაბის ზეწოლა, სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მინახავს. არ ვიცი, განა ნორმალურია, სასამართლო პროცესის პარალელურად, პირდაპირი ეთერით უჩვენებდნენ მიტინგს, სადაც მოსამართლეებსა და სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებს ყველა, ვისაც არ ეზარება?! “რუსთავი 2”-ის საქციელს რა ჰქვია, აღარ ვიცი. ის საბოლოოდ იქცა პარტიულ ტელევიზიად, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს პარტიული ბოსების დავალებებს “,- აცხადებს არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები