ნოდარ ჯავახიშვილი: წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა დამიდგება

წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა დამიდგება, რადგან ავანსებით გეგმის შესრულებას არ ვაპირებ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
“წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა დამიდგება, რადგან ავანსებით გეგმის შესრულებას არ ვაპირებ. ადრე 20-30%-მდე ავანსები გაიცემოდა, რაც ბიუჯეტის სახსრების ათვისებად ითვლებოდა. როდესაც მიზეზი ვიკითხე, პასუხი ვერავინ გამცა. ავანსის გაცემის ახალი ფორმულა ასეთი იქნება: 10%+10% (დასაბუთების შემთხვევაში კომპანია ავანსად 10%-ს მიიღებს შესრულებული სამუშაოს შემდეგ, ასევე დასაბუთებულად 10%-ის ჩარიცხვაა შესაძლებელი), თუმცა კომპანიებმა დასაბუთებულად უნდა წარმოადგინონ, რისთვის სჭირდებათ ავანსი. თუ დეკემბერსა და იანვარში სამუშაოები არ შესრულდება, თანხას არ გავცემთ“, -აცხადებს ჯავახიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები