გიგლა აგულაშვილმა ბუნებრივი რესურსების მართვის ოპტიმიზაციის ახალ ხედვებზე ისაუბრა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ახალი მიდგომების აუცილებლობაზე ისაუბრა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო “ამბასადორში“ გაიმართა, ბუნებრივი რესურსების მართვის ოპტიმიზაციის ახალ ხედვებზე იმსჯელეს.
შეხვედრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, სადაც ბუნებრივი რესურსების საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრასთან და მის განახლებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ინიციატივები და მოსაზრებები განიხილეს. რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების ფასწარმოქმნის სწორად და ეფექტურად განსაზღვრას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თემურ მურღულიამ ბუნებრივ რესურსების ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით ახალი ხედვა და პრეზენტაცია წარადგინა, რაც საწყისი სააუქციონი ფასის გაანგარიშებას უფრო ეფექტურს გახდის და სამომავლოდ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ მართვასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.