შავშვებში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების ამბულატორიაში, მოსახლეობის უფასო, მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივებს შესაბამისი კვლევები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.
სოფელ შავშვების მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება ექიმმა-სპეციალისტებმა გაუწიეს. ადგილობრივებს, აქციის ფარგლებში, ექოსკოპიურ-ლაბორატორიული გამოკვლევებიც ჩაუტარდათ.
საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უფასო, მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია პერმანენტული ხასიათისაა და მთელ ქვეყანას მოიცავს