ადლიის სანაპიროზე დასუფთავების აქცი მოეწყო
გარემოსდამცველებმა ბათუმის თვითმმართველობისა და აფხაზეთის მთავრობის აჭარის წარმომადგენლობის წევრებმა დღეს ჭოროხის შესართავთან არსებული პლაჟი დაასუფთავეს. ისინი ამ აქციით აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ინიციატივას შეურთდნენ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, აქციები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება და მოიცავს მუნიცაპალიტეტების იმ ტერიტორიებსაც, სადაც სანდასუფთავების სამსახურები არ მუშაობენ. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს გასაწმენდად კამპანია მრავალ ქვეყანაში 1992 წლიდან ტარდება, მას საქართველო 2010 წლიდან შეურთდა. კამპანიის მიზანია საზოგადოების თვითშეგნების ამაღლება და იმის გაცნობიერება, რომ ადამინების მიერ დაბინძურებული გარემოს დასუფთავებაზე პასუხიმგბელობა ისევ ადამინებმა უნდა აიღონ.