პატრიარქი: ამ დღეს მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში ჩადის და ფრთებით ადამიანთა სულები ამოყავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის მფარველობისათვის საცხოვრებელი სახლის კუთხეებში მთავარანგელოზ მიქაელის სახელი დააწერონ, – ამის შესახებ პატრიარქმა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში პარაკლისის მიმდინარეობისას განაცხადა.
პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა, მთავარანგელოზ მიქაელის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ არსებობს ალექსანდრიის პატრიარქის გადმოცემა, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში ჩადის და ფრთებით ადამიანთა სულები ამოყავს.
“ღმერთმა ინებოს, რომ ვინც არის ტანჯულთა სულები, მთავარანგელოზმა მიქაელმა ამოიყვანოს თავისი დიდი წყალობით და სიყვარულით. ალექსანდრიის პატრიარქი ამბობს, რომ მთავარანგელოზმა ადამიანი ხილული და უხილავი მტრებისგან რომ დაიცვას, სახლის კუთხეებში მთავარანგელოზის სახელი უნდა დააწეროს. გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, სახლის კუთხეებში დააწეროთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელი”, – აღნიშნა უწმინდესმა.
ილია მეორემ ტაძრის წინამძღოლი, მამა ალექსანდრე მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და საჩუქრად ტაძრისთვის წმინდა ილია თეზბიტელის ხატი გადასცა. თავის მხრივ, პატრიარქს საჩუქარი გადასცა ტაძრის წინამძღოლმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები