კახეთში 19,2 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 12.00 საათის მონაცემებით, 19,2 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 6 600 ტონამდე რქაწითელია, 8 000 ტონამდე საფერავი, 880 ტონამდე კახური მწვანე და 3 800 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge
“რთველი თანდათან აქტიურ ფაზაში გადადის – განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 45 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ყურძნის გადასამუშავებლად მზადყოფნის მიზნით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 100-ზე მეტი ღვინის კომპანია”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.