პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარეობს

14 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს პროფესიას.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიიღება განხორციელდება 150-ზე მეტ, მათ შორის, 45 ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. რეგისტრაცია 5 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. მათ შორის 100-მდე მსურველი შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირია.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ქობულეთის პროფესიულ კოლეჯშიც „ახალი ტალღა“. კოლეჯი რეაბილიტირებულია და უახლესი აპარატურითა და ტექნიკითაა აღჭურვილი. სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი.
პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სპეციალობები აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული გეგმიდან გამომდინარე შეარჩიეს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი, ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, კონდიტერი, ტუროპერატორი (აგრო, ეკო, და ა.შ. ტუროპერატორი), ბარმენი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები