გულიკო ზუმბაძე წინუბანში, N218 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გულიკო ზუმბაძე წინუბანში მდებარე N218 საჯარო სკოლას ეწვია და სასწავლო წლის დაწყება სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პირადად მიულოცა.
„ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ყოველთვის განსაკუთრებულია როგორც მოსწავლეებისა და აღსაზრდელებისათვის, ისე პედაგოგებისათვის და მშობლებისათვის.
სასწავლო პროცესების შეუფერხებლად და ხარისხიანად წარმართვისთვის ყველაფერი კეთდება.
წინუბნის დასახლებას მალე ახალი საბავშვო ბაღიც შეემატება და პატარებს შორ მანძილზე გადაადგილება აღარ მოუხდებათ“ ,- აღნიშნა დეპუტატმა.
თავის მხრივ, სკოლის დირექტორმა შალვა ხუციშვილმა გულიკო ზუმბაძეს მადლობა იმ დახმარებისთვის გადაუხადა, რაც დეპუტატმა სკოლას პირადად აღმოუჩინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები