თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაონის მცხოვრებლებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ქვიშხეთის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ დიღმის მცხოვრებლებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გარდაბნის გზატკეცილის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.