კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კომისიაში არ მუშაობენ და ამ მხრივ სტატისტიკა არავის სასარგებლოდ არ მეტყველებს.
„ძალიან კარგია, რომ თქვენ ამ კომისიასთან დაკავშირებით რაიმე მოითხოვეთ, რადგან თითქმის ორი წელია, არათუ მოგითხოვიათ რამე, არამედ, საერთოდ, არ მიგიქცევიათ ყურადღება, გარდა თქვენი პოლიტიკური გუნდის ერთი ან ორი წარმომადგენლისა, რომელიც მართლა კარგად მუშაობს. მაგალითად, ლევან ბეჟაშვილი.
თქვენ, როგორც პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, სტატისტიკას მოგართმევთ, რათა მიიღოთ ზომები, როდესაც საკონსტიტუციო კომისიის ან მისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები იმართება. გთხოთ, დამეხმარეთ, რომ ზომები იყოს მიღებული, რომ კომისიის წევრებმა კომისიის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიიღონ”, – მიმართა უსუფაშვილმა რატიანს.
პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით, არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით მოხდება. ასევე პროექტით, საარჩევნო ზღვარი 5 პროცენტიდან 4 პროცენტამდე შემცირდება.