რომელ პარტიას გადაუხადა სააკაშვილმა მილიონი დოლარი და რა კავშირშია აღნიშნულთან გოგა ხაჩიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის „მოქალაქეთა კავშირიდან“ და უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩევლის ირაკლი გოგავას ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა საქართველოში ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა. როგორც გოგავამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, სააკაშვილსა და ოპოზიციურ პარტიას შორის გარიგება მოხდა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი ყოფილი საპარლამენტო დეპუტატი სწორედ ამ ოპზიციურ პარტიაში გაერთიანდება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
„ნაციონალური მოძრაობის” რღვევა გარდაუვალია და ამ პარტიას საქართველოში მომავალი არ აქვს. სხვათა შორის, სააკაშვილი საქართველოში ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას გაურიგდა და მილიონი დოლარიც გადაუხადა, რათა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ცოტა ხნის წინათ გადასული ოთხი დეპუტატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამ პარტიის გამსვლელ სიაში მოხვდეს“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ დატოვეს. ოთხივე „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები