„უხარისხო ყვითელი ავტობუსები, რომლებიც სააკაშვილმა თბილისში ჩამოიყვანა, პოროშენკოს კუთვნილ ქარხანაშია დამზადებული“

 საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის „მოქალაქეთა კავშირიდან“ და უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩევლის ირაკლი გოგავას ინფორმაციით, თბილისში მოძრავი ყვითელი ავტობუსები მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს კუთვნილ ქარხანაში შეიძინა.
როგორც ირაკლი გოგავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი და პეტრე პოროშენკო დიდი ხანია ბიზნესპარტნიორები არიან.
„მიხეილ სააკაშვილი და პეტრე პოროშენკო დიდი ხნის ბიზნესპარტნიორები არიან! „ბოგდანის“ ფირმის უხარისხო ყვითელი ავტობუსები, რომლებიც სააკაშვილმა თბილისში ჩამოიყვანა, სწორედ პოროშენკოს კუთვნილ ქარხანაშია დამზადებული, რომელიც უკრაინის ჩრდილო- დასავლეთში – ლუცკში მდებარეობს.
მოკლედ, სააკაშვილმა პოროშენკოს თავის დროზე დიდი ფული აშოვნინა და, გარდა ამისა, ისინი ოფშორული სქემებითაც თანამშრომლობდნენ! სააკაშვილს ყოველთვის მხოლოდ ფულის კეთება აინტერსებდა და ძალაუფლებაც ამ ფულის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა!“ – აცხადებს ირაკლი გოგავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები