“სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკო „გადააგდო“ და მათ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ“

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „მოქალაქეთა კავშირიდან“ და უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი ირაკლი გოგავა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატზე ვიტალი კლიჩკოს დაპირისპირებაზე საუბრობს.
როგორც ირაკლი გოგავა გაზეთ „ასავალ- დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკო გადააგდო და მათ შორის დაძაბული ვითარებაა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში „მაიდნის რევოლუციის“ დაგეგმაში აქტიურად მონაწილეობდა და უკრაინელებს ფინანსებითაც ეხმარებოდა.
„მაიდნის რევოლუციის“ დაგეგმვაში სააკაშვილი აქტიურად მონაწილეობდა და, ჩემი ინფორმაციით, უკრაინელებს ფინანსურადაც ეხმარებოდა! სააკაშვილმა 10 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი პირწმინდად გაძარცვა და, შემიძლია ვთქვა, რომ ფინანსური თვალსაზრისით, იგი საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია!
„მაიდნის რევოლუციის“ შემდეგ ჩატარებულ ყველა გამოკითხვაში უკრაინის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებს შორის ვიტალი კლიჩკო ლიდერობდა და რეიტინგით ორჯერ უსწრებდა პოროშენკოს, მაგრამ სააკაშვილმა სოციალოგიური კვლევები გააყალბა და აშშ – ის გარკვეული პოლიტიკური წრეები დაარწმუნა, რომ მხარი არა კლიჩკოსთვის, არამედ პოროშენკოსთვის დაეჭირათ.
დიახ, სააკაშვილმა კლიჩკო „გადააგდო“ და მათ დღეს ერთმანეთთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვთ“, – აცხადებს ირაკლი გოგავა გაზეთ „ასავალ- დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები