საქართველოში ახალი ნარკოტრაფიკი გაიშიფრა – რას ყვება კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

„საქართველოში ახალი ნარკოტრაფიკი გაიშიფრა“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უშანგი ლომიძე აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში დეპარტამენტმა ახალი სახმელეთო და საჰაერო სატრანზიტო გზები გამოავლინა, კერძოდ, 2013 წელს 116 კგ ჰეროინი, ხოლო 2014 წელს 2,7 ტონა თხევადი ჰეროინი, რაც გახდა საფუძველი 2014 წლის 28 ნოემბერს, შს მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, შექმნილიყო ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის, პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შდიან დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები.
მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულმა ჯგუფმა ახალი საჰაერო სატრანზიტო მარშრუტიც გამოავლინა.
ლომიძემ გამოცემასთან საუბრისას, ნარკოტიკების რეალიზატორ ქვეყანაზეც ისაუბრა. „ ბოლო ოპერაციაში, რომლითაც ახალი სატრანზიტო დერეფანი გავშიფრეთ, საწყისი ქვეყანა იყო სამხრეთ აფრიკა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ქვეყნები. რაც შეეხება კონკრეტულ მარშუტებს, გამოყენებული იყო როგორც ევროპა, ასევე, არაბეთის გაერთიანებული საამიროები. კერძოდ, სამხრეთ ამერიკის ერთ- ერთი ქვეყნიდან ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ საქართველოში დუბაისა და დოჰას გავლით, შემდგომ მისი თურქეთში გადატანის მიზნით“,-აღნიშნა ლომიძემ.
ლომიძის ინფრმაციითვე, ბოლო ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 25 კგ კოკაინი და 40 კგ მარიხუანა ამიღეს.
„დავაკავეთ 13 პირი. ისინი, ძირითადად, სამხრეთ აფრიკელები და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ… ჩვენ დავუპირისპირდით მსოფლიო მასშტაბის კრიმინალური ბიზნესის ნაწილს და, ბუნებრივია, დამნაშავეებსაც აქვთ საკუთარი გეგმები და მეთოდები. მათთან ბრძოლა მუდმივ ხასიათს ატარებს და ჩვენი მიდგომებიც მუდმივად ვითარდება მათ წინააღმდეგ“,-აღნიშნა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ უშანგი ლომიძემ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოში დააკავეს, დღეის მდგომარეობით შემოტანის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა.
მისივე ტკიცებით, საქართველოში კოკაინის გაყიდვის ფაქტი ამ დრომდე არ დაფიქისრებულა.
„ ჩვენ მიერ გამოვლენილი სატრანზიტო გზით შემოსული არც მარიხუანა და არც კოკაინი საქართველოსთვის განკუთვნილი არ იყო. საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის მიმზიდველი იყო საერთაშორისო გადაზიდვებისთვის, მათ შორის, ნარკოტანზიტისთვისაც. შსს აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რასაც მოწმობს ბოლო წლებში ჩვენ მიერ უპრეცედენტო რაოდეონობის ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ფაქტები“,- განაცხადა ლომიძემ. მან ასევე საქართველოში ნარკოტიკების გადამამუშავებელი ლაბორატორიის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და დასძინა, რომ ასეთი რამ არ გამოვლენილა.
„საქართველო ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა არ არის. ნარკოტიკებს, ძირითადად, ამზადებენ ირანში, ავღანეთში, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში“,-აღნიშნა ლომიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები