რატომ ითხოვს აშშ-ს მოქალაქე საქართველოში თავშესაფარს

საქართველოში აშშ-ს მოქალაქე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს და მიზეზად ამერიკული სპეცსამსახურების მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებულ დევნას ასახალებს.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, 50 წლის აშშ-ს მოქალაქის მტკიცებით, მისი ლიკვიდაცია იგეგმება, რადგან ის შტატების სპეცსამსახურებზე საიდუმლო მასალებს ფლობს.
„ერთ-ერთი ინფორმაციით, დევნილობაში მყოფი მამაკაცი საიდუმლო მასალებს სპეცსამსახურების შეიარაღებასთან დაკავშირებით ფლობს, თუმცა ამ ინფორმაციის გახმაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს მიიღებს.
ამ დროისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განხილვა დაწყებულია“, – წერს სტატიის ავტორი.
როგორც გამოცემას ლტოლვილთა და რეპეტიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოკაიამ განუცხადა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი განცხადებით ბოლო 10 წლის მანძილზე სამინისტროსთვის არავის მოუმართავს.
„ეს პიროვნება გახლავთ ამერიკის მოქალაქე და, როგორც იცით, ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია. ჩვენ არ გქვონია მსგავსი საქმე. როგორც მოგახსენეთ, ვსწავლობთ ყველა დეტალს და სამინისტრო მიიღებს შესაბამის გადაწყევტილებას, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად, რომელიც ჩართულია ამ საქმეში“,-აღნიშნა კოკაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები