ალექსანდრე კვიტაშვილი სააკაშვილზე: ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა

სააკაშვ­ილი სისწრაფეს არის შეჩვეული და ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის­ შესა­ძლ­ებ­ლობებს არ ემთხვევა – ამის შესახებ უკრ­ა­ინის ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი “კვირის  პალიტრასთან“  ინტერვიუში აცხადებს.
„საქართველოს­თან შედარებ­ით, უკრა­ინაში რეფორმები ნელი ტემპით ხორციელდება, სააკაშვილი სისწრაფეს არის შეჩვეული და ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის­ შესა­ძლ­ებ­ლობებს არ ემთხვევა. უკრაინის ხელისუფლების მო­­­ქ­მედებებს როგორც მსოფ­ლიო ბანკში, ისე სხვა საერთაშ­ორისო ორგანიზაციებშიც ყოველდღი­ურ რეჟიმში აკვირდებიან, მაგ­რამ უკმაყოფილება არავის გამ­ოუხატავს.­ სწორედ აქედან გამომდინარე მივიჩნევ, რომ უკრაინის ცენტრალური­ ხელისუფლება ნაკლებ კრიტიკას იმსახურებს“,-აცხადებს კვიტაშვილი.
ჟურნალისტი სააკაშვილისა და  უკრაინის პრემიერმინისტრ იაცენიუკის დაპირისპირებაზე სვამს კითხვას, საპასუხოდ კი   კვიტაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილსა და  იაცენიუკს შორის გაუგებრობა მოხდა.
მათ შორის გაუგებრობა­ მოხდა… პრობლემა საქართველოსგან განსხვავებული სისტემაა. გუბერნატორს შეზღუდული შესაძლ­ებლობები აქვს, რადგან საბაჟოც და პროკურატურაც ცენტრალურ­ ხელისუფლებას ექვემდებარება. შეზღუდული შესაძლებლობების გამო სააკაშვილი საბაჟოზე ცვლილებებს ვერ ახორციელებს“,-აღნიშნავს კვიტაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე: „გაჩნდა ვერსია, რომ სააკა­შვილს პორტიდან შემოსული თანების სრულად კონტ­როლის სურვილი ამოძრავებს, რის შესაძლებ­ლობასაც იაცენიუკი­ არ აძლევს. რამ­დენად რეალურია, სააკაშვილი უკრაინის პრემიერი გახდეს?“- კვიტაშვილის თქმით, სააკაშვილი პირად საუბარშიც აცხადებს, რომ პრემიერობის ამბიცია არა აქვს.
„პორტთან დაკავშირებით პრობლემა რეალურად შეიქმნა, როდესაც ბაზარზე იაფი გადამზიდავი შემოვიდა. მოგეხსენებათ, ამას ავიაციის სამსახურის უფროსის გათავისუფლებაც მოჰყვა.
რაც შეეხება სააკაშვილის ამბიციებს, პირად საუბარშიც აცხადებს, რომ პრემიერობის ამბიცია არა აქვს. იურიდიულად უკრაინაში მთავრობის ფორმირება პარლამენტის მხარდაჭერით ხდება. პრემიერის დანიშვნასაც პარლამენტის უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, თუ დეპუტატები სააკაშვი­ლს­­­­­ პრემიერად არ წარადგ­ენენ, მხოლოდ პეტიციის საფუძველზე თანამდებობას ვერ დაიკავებს“,-აცხადებს კვიტაშვილი.
კითხვაზე: „უკრაინელი დეპუტატების ნაწილი სააკაშვილითა და ,ზოგადადუცხოელების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით უკმაყოფილოა. ფიქრობთ, რომ უკრაინის პრემიე­რად სააკაშვილის დანიშვნას რადა მხარს არ დაუჭერს?“- კვიტაშვილი ამბობს, რომ არ იცის  რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს სააკაშვილს რადაში.
“ არ ვიცი, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს სააკაშვილს რადაში. ისე კი, პრეზიდენტს პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავს, სიდიდით მეორე ფრაქცია “სახალხო ფრონტს” კი იაცენიუკი ხელმძღვანელობს. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე უცხოელები არ უნდა ინიშნებოდნენ, მაგრამ აქ ლი­ტველები, პოლონელები­ და ამერიკელებიც მუშაობენ. ფაქტია, რომ პროცესები­სგან შორს მყოფი ადამიანების ჩართვამ უკრაინაში კორუფციული არხები სწრაფად გადაკეტა. პირადად მე აქ ცხრა თვეა ვიმყოფები, მაგრამ მთავრობასთან მუშაობის პრობლემა არასოდეს შემქმნია. სააკაშვილის მოწინააღმდეგეები გაჩნდნენ, მაგრამ ამ ქვეყანაში დემოკრატიის საკმაოდ მაღალი ხარისხია. პრეზიდენტის მხარდამჭერიც კი ხმამაღლა გამოთქ­ვამს პრეზიდენტისადმი კრი­ტიკას, მაგრამ ამას მტკივნეულად არ აღიქვამენ“, -აცხადებს ალექსანდრე კვიტაშვილი.
კვიტაშვილი უკრ­ა­ინის ჯანდაცვის მინისტრობიდან  მისი გათავისუფლების გადაწვეტილების საკითხზეც აკეთებს კომენტარს.
“ამ თანამდებობაზე შვიდი­ თვე ვიმუშავე. ცოტა ხნის წინ გუნდის შიგნით დაიწყო საუბრები,­ რომ პრეზიდენტს ცვლილებები­ სჭირდებოდა, გარკვეული კან­ონებიც უფრო ეფექტურად იყო შესასრულებელი. ამიტომ გადა­ვწყ­ვიტე, არავინ დამებრკოლებინა – განცხადებაც შევიტანე პარლამენტში, ახალმა მინისტრმა გააგრძელოს მუშაობა იმაზე დაყრდნობით­, რაც მე დავტოვე-მეთქი, მაგრამ ჩემი განცხადება პარლამენტმა არ დააკმაყოფილა­ – ჯერ კიდევ ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ვარ. არ გამოვრიცხავ, მომავალ კვირას პარლამენტმა ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოს“,-აცხადებს კვიტაშვილი.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ თანამდებობიდან წასული თანაგუნდელები, მათ შორის ჯაბა ებანოიძის  მკაცრად გაკრიტიკების ფაქტს, კვიტაშვილი აცხადებს, რომ  “მიშა იქნება თუ სხვა, ნებისმიერი რეაქციისა და განცხადების მოსმენა შეუძლია“.
ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტის კითხვაზე: საქართველოში დაბრუნებაზე თუ გიფიქრიათ ან ექსპრეზიდენტი თუ ფიქრობს საქართველოში­ პოლიტიკურ რევანშზე?“-კვიტაშვილი ასე პასუხობს: „არ ვიცი, სააკაშვილი რას ფიქრობს, თვითონ ისაუბროს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები