პუტინი და ბერლუსკონი ყირიმში „სხვადასხვა ობიექტის“ დათვალიერებას განაგრძობენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყირიმში იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან სილვიო ბერლუსკონისთან ურთიერთობას განაგრძობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„პუტინი და ბერლუსკონი მუზეუმებს და სხვა ობიექტებს მოინახულებენ“, – განაცხადა პრესმდივანმა.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ პარასკევს პუტინმა და ბერლუსკონიმ ყირიმში რამდენიმე მუზეუმი და იმ იტალიელების სასაფლაო მოინახულეს, რომლებიც რუსეთ-თურქეთის ყირიმის ომის დროს დაიღუპნენ. პუტინის ინიციატივით აქ იტალიელი ჯარისკაცების საპატივსაცემოდ მემორიალი და პარკი უნდა გაიხსნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები