მექაში მეჩეთზე ამწეს დაცემის შედეგად 107 ადამიანია დაღუპული

 

107-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა საუდის არაბეთის ქალაქ მექაში, სადაც მუსულმანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რელიგიური სიწმინდე – ალ-ჰარამის მეჩეთი მდებარეობს. მეჩეთს ამწე დაეცა და ათობით ადამიანი მოკლა, დაშავებულია 200-დე ადამიანი.

ყველა დაღუპული ტრაგედიის მომენტში მეჩეთში იმყოფებოდა და ლოცულობდა, მათ შორის იყვნენ სხვა ქვეყნებიდან ჩასული მომლოცველებიც.

ამწეს დაცემის მიზეზი, სავარაუდოდ, ძლიერი ქარი გახდა. როგორც საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, ამჟამად მექაში და საუდის არაბეთის სხვა ქალაქებში ქვიშის ქარიშხალია.

მასჯიდ ალ-ჰარამის მეჩეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა. ეს მსოფლიოში უდიდესი მეჩეთია, სადაც მუსულმანების მთავარი სიწმინდე – ქააბაა განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები