“China Daily” : ჩინეთი საქართველოს ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში მონაწილეობას აპირებს

გამოცემა China Daily-ს ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი მზად არის საქართველოსთან თავისი სტრატეგიის ინტეგრირებისთვის, ასევე, ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისთვის.
“ლი კეციანმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველო და ჩინეთი, ორმხრივი ვაჭრობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, შეძლებისდაგვარად, სწრაფად შეუდგებიან მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. ლის თანახმად, ჩინეთი მზად არის საქართველოსთან თავისი სტრატეგიის ინტეგრირებისთვის, ასევე ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად, პორტების, გზატკეცილებისა და რკინიგზის ჩათვლით“,-წერს China Daily და ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ლი კეციანის განცხადებიდან ციტატა მოჰყავს.
“ჩინეთსა და საქართველოს აკავშირებს ურთიერთპატივისცემა და თანასწორუფლებიანი პარტნიორობა”,- აღნიშნა ლიმ და დაამატა, რომ ჩინეთი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ არჩეული განვითარების გზას, რომელიც მორგებულია ქვეყნის სპეციფიკურ პირობებზე. ლიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც კონცენტრირებულია სოციალური განვითარების ხელშეწყობაზე და მზად არის დახმარებისთვის, რათა გაიზარდოს საქართველოს როლი საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებში.
გარდა ამისა, ლიმ გამოთქვა იმედი, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეთა შორის კონტაქტი კიდევ უფრო გაღრმავდება“,-წერს გამოცემა.
China Daily-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც მოჰყავს, სადაც პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოსა და ჩინეთს  ტრადიციული მეგობრობ ააკავშირებს, ხოლო ჩინეთთან ურთიერთობა  საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს.
“საქართველო მზად არის, გაააქტიუროს მაღალი დონის ვიზიტები და გააღრმავოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო მიესალმება ჩინურ ინვესტიციებს და მზად არის, შეასრულოს სანდო პარტნიორის, საინვესტიციო ცენტრისა და ხიდის როლი ჩინეთის პროდუქციისთვის ევროპის ბაზარზე გასატანად“-წერს China Daily.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები