ავღანეთში სამი თვის წინ გატაცებული ჰოლანდიის მოქალაქე გაათავისუფლეს

ქაბულში დაახლოებით სამი თვის წინ გატაცებული ჰოლანდიის მოქალაქე ანა დე ბირი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
„ამჟამად ქალი ჰოლანდიის საელჩოში იმყოფება, მის ოჯახს უკვე დაუკავშირდნენ და გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს“, – განაცხადეს საგარეო უწყებაში.
ანა დე ბირი ავღანეთში მოქმედი ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელია. ის 22 ივნისს გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები