ტაჯიკეთში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის კიდევ 18 მომხრეა დაკავებული
რომიტის ხეობაში, ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის აბდუხალიმ ნაზარზოდას დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 18 წევრია დაკავებული. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„სპეცოპერაციის მეთაურები მადლობას უხდიან ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა დახმარებითაც დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 18 წევრი. ამოღებულია 143 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს დილით ქალაქ ვახდათში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე თავდასხმა მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 9 თავდამსხმელი ლიკვიდირებული იყო. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულია ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 33 თანამშრომელი, თუმცა, ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენელთა თქმით, ეს ციფრი გაცილებით ნაკლებია.