იაპონიაში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

2 ადამიანი დაიღუპა და 25 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება იაპონიაში წყალდიდობისა და მეწყრის ჩამოწოლის შედეგად. სტიქიური უბედურება რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
ამჟამად იბარაკისა და ტოტიგის პრეფექტურებში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში 51 ვერტმფრენი და ექვსი ათასი მაშველი მონაწილეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი 63 წლის ქალი ტოტიგის პრეფექტურაში მეწყერს ემსხვერპლა, ხოლო მეორე ქალი მიაგის პრეფექტურაში მას შემდეგ დაიღუპა, რაც მისი ავტომობილი კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ წაიღო.
ქალაქ ძესოში ადამიანებმა ღამე სახლების სახურავებზე გაატარეს. ეს ქალაქი კალაპოტიდან მდინარე კინუგავას გადმოსვლის გამო თითქმის მთლიანად დაიტბორა.
ხელისუფლება აცხადებს, რომ მომდევნო დღეებში ძლიერი წვიმები არ შეწყდება და მეწყერების ჩამოწოლის საფრთხე კვლავ ძალზე მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები