დანიამ გერმანიასთან სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა
დანიამ შეაჩერა სარკინიგზო მიმოსვლა გერმანიასთან მას შემდეგ, რაც დანიელმა პოლიციელებმა საზღვარზე ასობით მიგრანტი გააჩერეს. კოპენჰაგენმა იმ ავტომაგისტრალზე მოძრაობაც შეაჩერა, რომლითაც მიგრანტები ფეხით მიდიან ჩრდილოეთის მიმართულებით.
ლტოლვილები ამბობენ, რომ ისინი დანიის საპორტო ქალაქ პადბორგში ცდილობენ ჩასვლას, საიდანაც შვედეთში ბორნით გადასვლას შეეცდებიან.
შვედეთი მიგრანტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა მას შემდეგ გახდა, რაც სირიიდან ყველა ლტოლვილისთვის ცხოვრების უფლების გაცემის პირობა დადო.
ბოლო დღეებში დანიისა და გერმანიის საზღვარი 1200-ზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა.