იაპონიაში წყალდიდობის შედეგად 8 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
იაპონიაში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად თითქმის 100 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია რვა უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ, კიდევ ოცი ადამიანი დაშავდა.
ამჟამად მაშველები ქალაქ ძესოში ოპერაციას ატარებენ. აქ ასობით ადამიანმა ევაკუაცია ვერ მოასწრო და სახლების სახურავებზე ელიან დახმარებას.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 260 ადამიანი გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაციაში 2 300 ადამიანი მონაწილეობს, ჩართულია 38 ვერტმფრენი. სტიქია ტაიფუნმა „კილომ“ გამოიწვია, რომელიც დღეს იაპონიის მთავარ კუნძულ ჰოკაიდოს დაატყდა თავს.