ჰილარი კლინტონს ვლადიმერ პუტინის „ერთი თვისება“ მოსწონს
„პუტინს არა აქვს ბევრი თვისება, რომელიც მე მხიბლავს, მაგრამ ერთი ნამდვილად ძალის მომწონს – მას შეუძლია ადგეს და უბრალოდ თქვას: მე თქვენი მომავალი პრეზიდენტი ვიქნები“, – ეს განცხადება აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში, ბრუკინგსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს. როგორც კლინტონმა ხუმრობით აღნიშნა, „ამაში არის გარკვეული ხიბლი“.
ამ ხუმრობის შემდეგ კლინტონი სერიოზულ ტონს დაუბრუნდა და აღნიშნა, რომ ის „ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, ვინც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ უფრო აქტიურ მოქმედებას უჭერს მხარს“. მისი თქმით, რუსეთის მიზანია ყველა დონეზე ამერიკის პოზიციის წინააღმდეგ მოქმედება.
ამჟამად კლინტონი აშშ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია „დემოკრატიული პარტიიდან“. ამ პარტიამ პრეზიდენტობაზე ოთხი პოლიტიკოსის კანდიდატურა წარადგინა და ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზის საფუძველზე იქნება შერჩეული.